დღეს, 8 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში, თემაზე: "აღმოსავლეთის პარტნიორობის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები", კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციას ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი გახსნის. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.