ხვალ, 8 მაისს, 13:00 საათზე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკულ სკოლაში (ჭავჭავაძის გამზ. 37ა) "ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდული ორგანიზაციის - "ახალგაზრდული ფორუმისა" და "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ერთობლივი პროექტის - "პოლიტიკური თამაშების" მეექვსე თამაში გაიმართება.
ერთმანეთის შეეჯიბრებიან არასამთავრობო ორგანიზაციები - "შემოგვიერთდი" და "ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო კავშირი". თემა: რუსულ-ქართული ურთიერთობები.
"ახალგაზრდული ფორუმი", ამერიკის საერთაშორისო ინტიტუტის დახმარებით, აღნიშნულ პროექტს 2010 წლის თებერვლიდან ახორციელებს. მასში რვა პოლიტიკური პარტია და ორი არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა გამოიმუშაონ პოლიტიკური დებატების კულტურა, შეძლონ საკუთარი პოზიციების წარმოჩენა და მათი დაცვა