ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ წევრთან გარკვეული გასაუბრება გაიმართა, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე ჟურნალისტებტან აცხადებს. მისი თქმით, უნდა გაირკვეს კონკრეტულად რა ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ ისინი.
,,უმეტესობა არ იმყოფებოდა საქართველოში, როცა ეს ამბავი ხდებოდა და შესაბამისად, ყველასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. თუმცა, უახლოეს მომავალში მოხდება ყველას გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ", - განაცხადა შოთაძემ და დასძინა, რომ
დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს წერილობით მიმართა და მოუწოდა, კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება, მიიღონ სათანადო ზომები საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორების დროულად აღსაკვეთად.