პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს ხელს უშლის.
როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, 15 დეკემბერს, ევროკავშირის მეოთხე შეფასება მზად იქნება, რომელიც სავარაუდოდ, დადებითი იქნება.
„ინფორმაცია გვაქვს, რომ უცხოეთში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამ პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობენ. თითქოს, საქართველო ამას არ იმსახურებს. ფაქტობრივად, ისინი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვიან, თორე, მთავრობის წევრებსა და დეპუტატებს დიპლომატიური პასპორტები აქვთ და ევროპაში უვიზოდ ისედაც მოგზაურობენ. გულწრფელად რომ გითხრათ, მათი ეს „მოღვაწეობა“ გამაოგნებელია, იმიტომ, რომ ის ხალხის წინააღმდეგ მიმართულია“, - დასძინა ბერძენიშვილმა.