ხვალ, 8 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში თემაზე: "აღმოსავლეთის პარტნიორობის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები" კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციას ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი გახსნის. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
კონფერენცია უნივერსიტეტის II კორპუსში, 11:00 საათზე დაიწყება.