"ხალხის არხი ხელისუფლების რუპორად იქცა და ამის საწყისი ქიბარ ხალვაში იყო. აღარ მინდა, ვიმუშაო სახელისუფლებო არხზე," - ამის შესახებ პოსტ სკრიპტუმის ჟურნალისტმა, თეა ადეიშვილმა გადაცემა არჩევანში განაცხადა.
მან წლების წინ რუსთავი 2-ში განვითარებული მოვნელები გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ქიბარ ხალვაში განსაზღვრავდა.
"რუსთავი2-ის ჟურნალისტებმა თავის დროზე თვალი დახუჭეს, მაგალითად, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე და აღარ ჩამოვთვლით. ეს არის ეპოქა, როცა რუსთავი 2-ში ის მფლობელი მოვიდა, რომელსაც ახლა აქ დაბრუნდება უნდა. მაშინ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს ეკუთვნოდა. მაშინ რუსთავი2 შევიდა ხელისუფლებასთან პირდაპირ კონტაქტში. მაშინ არხი ბევრმა ჟუნრალისტებმა დატოვა. ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ რუსთავი2 ისევ არ გახდება სახელისუფლებო არხი. ხალხის არხი ხელისუფლების რუპორად იქცა და ამის საწყისი ქიბარ ხალვაში იყო. ბატონ ქიბარს არც პოლიტიკური ამბიციები აქვს და არც სატელევიზიო ბიზნესში დაბრუნების სურვილი. კარგად გვესმის, რატომ უნდათ რუსთავი2-ის მოგუდვა. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაჩუმონ. რუსთავი2 ხელისუფლებასთან მოლაპარკებებზე არ მიდის. მე არ ვარ მზად, ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და ვიმუშაო სახელისუფლებო არხზე," - ამბობს თეა ადეიშვილი.