პოპ-ვარსკვლავმა მადონამ და მსახიობმა შონ პენმა, რომლებიც ერთმანეთს 1989 წელს დაშორდნენ, შესაძლოა ერთმანეთს ბედი კიდევ ერთხელ დაუკავშირონ. ამის შესახებ გამოცემა Mercury News იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, პენს მადონას არცერთი ბოლო კონცერტი არ გაუცდენია, მადონა კი ყოფილ გულის სწორს კონცერტებზე სიმღერებს უძღვნის. ბოლო კოცერტს პენი 14 ოქტომბერს ვანკუვერში დაესწრო და მადონას გულუხვი აპლოდისმენტები მიუძღვნა.