ოპოზიციონერი დეპუტატის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრებად ისეთი კანდიდატები უნდა აირჩიოს, რომელთა მიმართ ნდობის პრობლემა არ არსებობს.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კუბლაშვილმა განაცხადა, თუკი ხელისუფლებას პროკურატურაში რეფორმის გატარება სურს, საბჭოს წევრობის კანდიდატების მიმართ მიკერძოვებულობის პრობლემა არ უნდა იყოს.
„არ ვიცი, კანდიდატების წარდგენაში პროკურატურამ რა როლი შეასრულა, მაგრამ ისეთი პირები უნდა ავირჩიოთ, რომელთაც ნდობის პრობლემა არ ექნებათ“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, კანდიდატებს შორის დასახელებული არიან - ადვოკატი ირმა ჭკადუა. ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, საბჭოს წევრად წარდგენილნი არიან - ლავრენტი მაღლაკელიძე და პოლიკარპე მონიავა.
„პროკურატურის შესახებ“ კანონით, პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს ორი წევრი კონკურსის წესით უნდა შეარჩიოს.