„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, ადამიანთა წამების ამსახველი კადრები არის მისი პარტიის სირცხვილი და დაღი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებათ. მისივე თქმით, ყველა ადამიანი, რომელიც აღნიშნულ კადრებს უკვეთავდა, იღებდა და მონაწილეობდა უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი.
,,ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს იყო ის სირცხვილი და დაღი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ბოლომე გაჰყვება, იმის გამო, რომ ასეთი ადამიანები მუშაობდნენ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში და რა თქმა უნდა, ყველა, ვინც მონაწილეობდა, ვინც უკვეთავდა, ვინც იღებდა კადრებს, ყველა ეს ადამიანი უნდა იქნეს კანონის სიკმკაცრით დასჯილი. მე არ გავურბივარ არც იმის თქმას, კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ის ძალიან მტკივნეული მონაკვეთი, ეტაპი წარსულისა, რომელიც დიდხანს გაგვყვება, როგორც ტკივილი, როგორც პოლიტიკურ პარტიას და ყოფილ ხელისუფლებას, მაგრამ მეორე პრობლემა არის ის, რაც დღეს ხდება. დღევანდელ ხელისუფლებაში საკმარისი რაოდენობით არიან ავადმყოფი ადამიანები, რომლებიც ამ სადისტების დაჭერის ნაცვლად, გამოდიან და ქუჩაში, საჯაროდ ახდენენ ასეთი კადრების დემონსტრირებას“, - განაცხადა ბაქრძემ.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ, ე.წ. კასრების საქმის მტკიცებულება - წამების ამსახველი კადრები
უკრაინულმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.