ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის გერმანელი ადვოკატის პიტერ სებასტიან ლაუს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეს შორის გარიგება არ მომხდარა. როგორც მან ჟურნალისტებტან განაცხადა, გადამეტებულია ყველაფერი, რაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძესთან დაკავშირებით ხდება. მისივე თქმით, შეშფოთებული არიან იმ აქციებით, რასაც მოპასუხე მხარე აწყობს.
„ორი კვირის წინ, „რუსთავი 2“ ამტკიცებდა, რომ მოსამართლე იღებდა ფულს და იყო გარიგებაში ბიძინა ივანიშვილთან. დღეს საუბრობს, რომ პროკურატურამ დედამისის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მასზე ზეწოლა მოახდინეს. ეს ფაქტი ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეს შორის გარიგება არ მომხდარა“, - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, არასწორია მოპასუხე მხარის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა პროცესზეც მათი 10 შუამდგომლობიდან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა. ადვოკატის ინფორმაციით, მათ დააკმაყოფილეს მათი 3 შუამდგომლობა და დანარჩენი თუ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ უკეთესი პოზიციები ჰქონდათ.
საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ ბიქნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.