თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რუსთავი 2 -ის მხარდამჭერ აქციაზე მისული „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტების მხარდასაჭერად მოვიდა.
მისი თქმით, პროცესზე მოვიდა როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და რიგითი მოქალაქე.
,,მოვედი, ასევე იმისთვის, რათა უპირობო მხარდაჭერა დავიფიქსირო ჟურნალისტებს და ასევე, დავაკვირდე პროცესს, რომელიც დღეს იმართება. ამის შემდგომ, იმ გადაწყვეტილების მიხედვით ვიმოქმედებთ, რომელიც იქნება დღეს გამოტანილი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.