რუსთავი 2-ის ბედზეა დამოკიდებული, თუ საით ივლის საქართველო-ევროპისკენ თუ რუსეთისკენ, - განაცხადა სასამართლოს შენობასთან ექსპერტნა ნიკოლოზ ჩიტაძემ.
საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის წინაააღმდეგ მიმდინარე საქმეზე სხდომა დაიწყო.
„რუსთავი 2-ის ბედზეა დამოკიდებული, თუ საით ივლის საქართველო-ევროპისკენ თუ რუსეთისკენ. დღეს აუცილებელია საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს სიტყვის თავისუფლებას და იმ პროფესიონალიზმს, რომელიც აკუმულირებულია ამ ტელევიზიაში. ნამდვილად მისასალმებელია მოქალაქეების მხარდაჭერა არა მარტო თბილისში და საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს უკავშირდება ხელისუფლების მცდელობას, ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა“, - განაცხადა ჩიტაძემ.
სასამართლოსთან არიან არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მოქალაქეები, რომლებიც რუსთავი 2-ის მხარდამჭერები არიან. ისინი ამბობენ, რომ მოვიდნენ ქართული სიტყვის და რუსთავი 2-ის დასაცავად.