საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, NDI-სთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა გარკვეული კითხვები და ეს კითხვები არც დღეს მოხსნილა,
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის კმაყოფილება იყოს განსაკუთრებით მაღალი. ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებს, თუმცა, რა თქმა უნდა გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია და ყველაფერს ვიზამთ, რომ ეკონომიკური აღმავლობა კიდევ უფრო მეტი იყოს და მოსახლეობა - კიდევ უფრო კმაყოფილი", - განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე NDI-ს კვლევების შედეგების გამოქვეყნების ფონზე წამების კადრების გავრცელებასტან დაკავშირებით, მინიტრმა განაცხადა, რომ უნდა იყოს გამოძიებული ვინ გაავრცელა ეს კადრები. მისივე თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ყველა კადრი იყო განადგურებული.
,,ეს ნიშნავს, რომ ძველი ხელისუფლების დროს ხდებოდა ინფორმაციის გადინება. ვიღაცეებს ჰქონდათ დარჩენილი კადრები და ეს არის ძველი ხელისუფლებიდან მოყოლილი გადმონაშთი, რომელიც ვერაფრით ვერ მოვიშორეთ", - დასძინა მინისტრმა.