ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მერი ჰოლ ჰოლი აცხადებს, რომ ყველა, ვისაც აღელვებს საქართველოში დემოკრატიის განვითარება, დიდი ინტერესით ადევნებს თვალს რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს.
,,მე და ჩემი კოლეგები ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საქმის მსვლელობას და გვაინტერესებს რა მოხდება მომდევნო კვირას. ეს სასამართლო პროცესია და რაც არ უნდა მოხდეს სასამართლოში, ყველაზე მთავარი არის ის, რომ საქართველოში გააგრძელოს მუშაობა თავისუფალმა მედიამ, რომ იარსებოს სივრცემ პოლიტიკური სპექტრისთვის და რომ ქართულ მედიაში ისმოდეს განსხვავებული აზრი. სწორედ ესაა ის მთავარი კრიტერიუმები, რომლებსაც საქართველოს მეგობარი ქვეყნები ელოდებიან. საქართველოში საარჩევნო წელი იწყება, შესაბამისად ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად არის დემოკრატიის შუქურა რეგიონში,"- განაცხადა ელჩმა.