რუსული გაზი არის მილი, რომლიდანაც ამოძვრება პუტინი საქართველოში, - განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა გიორგი ტუღუშმა მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე აქციაზე - არა GAZPROM-ს.
”ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი რუსულ გაზს და უნდა გავითავისოთ, რომ რუსული გაზი ეს არის მილი, რომლიდანაც ამოძვრება პუტინი საქართველოში. და მისი გავლენები დღეს ისედაც ძლიერდება საქართველოში და ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ. კიდევ ერთხელ გაუმარჯოს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენს დამოუკიდებლობას”, - განაცხადა ტუღუშმა.
16-ი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მთვარობის კანცელარიასთან აქცია “არა გაზპრომს” გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მთავრობის მხრიდან „გაზპრომთან“ საიდუმლო შეხვედრები და მოლაპარაკებები გააპროტესტესტეს. არასამთავრობოთა განცხადებით, საქართველო არის რუსეთის ჰიბრიდული ომის წინა ხაზზე, გაზპრომთან ურთიერთობა კი ქვეყანას ენერგო დამოუკიდებლობას დააკარგვინებს. აქციაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.