შს სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, გიგა ბოკერია მივიდა. იგი მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილისა და მისი თანმხლები პირების დაკავებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. როგორც მან ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა, ისჯებიან მხოლოდ ისინი, ვინც უპირისპირდება ივანიშვილის ხელისუფლებას.
"დღეს აქციაზე სამი პირი დააკავეს, იმიტომ, რომ ისინი მშენებლობის ღობეზე პლაკატებს აკრავდნენ. იმ ვითარებაში დააკავეს, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების დასპონსორებული აგრესიული ჯგუფები პლაკატებს აკრავენ მთელ ქალაქში, ხელისუფლების დაკვეთით მოდიან ჩვენს სახლებთან, აკეთებენ ყველაფერს პოლიციის თვალწინ, თუმცა არ ხდება მათი დაკავება. პოლიცია მოქმედებს მთავრობის დავალებით, შინაარსიის მიხედვით, ქმედება კი არ არის დასჯადი, ისჯებიან მხოლოდ ისინი ვინც უპირისპირდება, ივანიშვილის ხელისუფლებას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომელიც საგამოძიებო სამსახურთან მეგობრებთან ერთად მივიდა.
ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, გენერალური პროდუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს, რაც თვითმმართველი ერთეულის დამახინჯებას გულისხმობს.