ოპოზიციონერი დეპუტატის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, ხელისუფლების სიბრიყვეს საზღვარი არ აქვს.
როგორც მან ჟურნალისტებს "ტაბულას" რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, ხელისუფლება ადამიანების დაჭერით ვერაფერს მიაღწევს.
"თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩერგოლეიშვილის და მისი მეგობრების დაკავებით რაიმეს მიაღწევს, ძალიან ცდება",- განაცხადა გაბაშვილმა.
,,ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, გენერალური პროდუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს, რაც თვითმმართველი ერთეულის დამახინჯებას გულისხმობს. ამის შესახებ ,,ტაბულას” შსს-ში განუცხადეს.
ისინი ოპერის შენობასთან ღობეზე გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ მიმართულ პოსტერებს აკრავდნენ. დაკავებულები ორთაჭალაში სამმართველოში ჰყავთ გადაყვანილი.