„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მთავრობის 3 წლიან მცდელობა დაამტკიცოს, რომ მედია და სასამართლო თავისუფალია, „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმიდნარე მოვლენებმა გააუფასურა.
„ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 3 წლის თავზე ყველა მიმართულებით უკუსვლა გვაქვს. ამის მიუხედავად, მთავრობა მაინც ცდილობს იმის მტკიცებას, რომ მედია დაუკიდებელია და სასამართლო ობიექტური. თუმცა,“ რუსთავი 2“ ის ირგვლივ მიმდინარე ამბებით ეს მითი დაიმსხვრა. „რუსთავი 2“ ის მედიასაშუალებაა, რომელიც კრიტიკას არ ერიდება, რომელიც ყველაზე მტკივნეულ თემებს თამამად აშუქებს და სწორედ ამიტომ იბრძვით მის ხელში ჩასაგდებად“. - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატებისას.