ოპოზიციონერი დეპუტატი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია - „GDS“ პროპაგანდისტური ტელევიზიაა.
აღნიშნული ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე გაბაშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ამ წუთებში, ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, განცხადების პროექტზე მსჯელობენ.
გაბაშვილის თქმით, „გადაცემა 20/30“-ს უფლება აქვს „ქართული ოცნების“ პროპაგანდის რუპორი იყოს.
„გადაცემა 20/30“ პროპაგანდისტური ტელევიზიაა, მაგრამ მათ სარედაქციო პოლიტიკაზე არ ვდაობთ. მათ „რუსთავი 2“-ისგან განსხვავებით, ფინანსური პრობლემა არ ექნებათ, რადგან მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ტელევიზიაში ვინმე რეკლამას მიიტანს თუ არა. მათი მუშაობა სხვა პრინციპით ხდება. გადაცემა 20/30-ს ჩვენი დასაცავი რაიმე რომ ჰქონდეს, მათ თაობაზე რეზოლუციაში მუხლსაც შევიტანდით“, - დასძინა გაბაშვილმა.
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ განცხადების პროექტს კენჭს უყრის, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხება.