ლტოლვლთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. დევნილთა ერთადერთი მოთხოვნა ფართების საკუთრებაში გადაცემა იყო. მათ თავად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 4 საცხოვრებელი კორპუსი მაქსიმუმ 2 თვეში მათი საკუთრება გახდება.
კობა სუბელაინი: ":პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ეს ფართები აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს დაუკანონდებათ. დაკანონების პროცესი მთელ საქართველოში გრძელდება. დღემდე საკუთრება 16 000-მდე ოჯახს გადავეცით. პროცესი მუდმივია. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ამას ქაღალდზე 1 ბეჭედის დარტყმა სჭირდება, მაგრამ ეს ასე არ არის"
ბელიაშვილის #40-ში, ყოფილი პედაგოგიური უნივერსიტეტის სამ კორპუსში და მიონის ყოფილ საბავშვო ბაღში აფხაზეთიდან დევნილი 109 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნულ ობიექტებში შეიცვალა შიდა კომუნიკაცია, დამონტაჟდა ელექტროენეტგიის ინდივიდუალური მრიცხველები და იწყება ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცედურა. დევნილები აცხადებენ, რომ შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილები არიან, თუნცა, სანამ ფართები მათი საკუთრება არ იქნება, ვერ დაწყნარდებიან.