არსად წასლას არ ვაპირებ! - ასე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვების შესახებ, პარტიის გამგეობის წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი სულხან ღლონტი.
სულხან ღლონტი მისი და მისი თანაპარტიელების მიერ „თავისუფალი დემოკრატების“ რიგების შესაძლო დატოვების შესახებ, გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართულ ინტრიგად აფასებს.
“ეს დეზინფორმაცია მიზნად ისახავს პარტიის გარშემო შექმნან გაუგებრობა, თითქოს არასტაბილური გარემოა და გათვლილია პოტენციურ წევრების დეზორიენტირებაზე. ყოველდღიურად გვიერთდება ხალხი, ვემზადებით არჩევნებისთვის და ვაპირებთ ბრძოლას ყოველგვარი ალიანსების და კოალიციების გარეშე”, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ სულხან ღლონტმა.
ღლონტის განცხადებით, მისი სამომავლო გეგმები „თავისუფალი დემოკრატებს” უკავშირდება.
„რაც შემეხება პირადად მე, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და ჩემი მომავალი გეგმებიც იმ წიაღს უკავშირდება სადაც უამრავი მეგობარი და თანამოაზრე მყავს. ბევრისთვის გაგვიძლია ერთად და უფრო მეტს გავუძლებთ, არსად წასლას არ ვაპირებ”, - განაცხადა ღლონტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკის ძირითად მახასიათებლად ისევ ინტრიგა და ტყუილი რჩება.
„სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკის ძირითად მახასიათებლად ისევ ინტრიგა და ტყუილი რჩება. ეს არის გარემოება, რომელიც ყოველთვის კონტრშედეგს აძლევს მის ავტორებს”, - განაცხადა ღლონტმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ მისი ძირიტადი ბირთვი და წვრები ტოვებენ.
თავისუფალი დემოკრატების რიგები დავით ზალკალიანმა დატოვა, - ეს ინფორმაცია პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ დაადასტურა.
ალასანიას ინფორმაციით საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ პარტია დატოვა და ის სამუშაოდ ერთ-ერთ ფონდში გადავიდა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავისუფალ დემოკრატებს სხვა წევრებიც ტოვებენ, ალასანიამ არ დაადასტურა.