30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა მარკირებისათვის ინდური კომპანიის მიერ წარმოებულ ხსნარს გამოიყენებენ. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამომრჩეველთა მარკირება ყველა საარჩევნო უბანში განხორციელდება, რაც ითვალისწინებს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელ თითზე. თუ სპეციალურმა ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას კენჭისყრაში მონაწილეობა აეკრძალება. იგი ასევე ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში მარკირებაზე უარის თქმის შემთხვევაში.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე შესყიდული აქვს 11 500 ფლაკონი მარკირების სითხე.