4-16 მაისს, საქართველოში, ევროპულ დღესთან დაკავშირებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით რიგი ღონისძიება გაიმართება.
უფრო კონკრეტულად, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი ბარამიძის აპარატიდან აცნობეს, დღეს, 7 მაისს, ევროპულ სკოლაში "ევროპის კუთხე" გაიხსნება, 8 მაისს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტში დაგეგმილია სტუდენტური კონფერენციის - "აღმოსავლეთ პარტნიორობის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები" მოწყობა; 11 მაისს მოხდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სახელით მიღება; 15-16 მაისს კი ევროპის სახლში დებატები გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნები ევროპის დღეს ყოველი წლის 9 მაისს აღნიშნავენ. ევროპის დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველოში 2004 წელს ჩაეყარა საფუძველი.