მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. დეტალებზე დღეს თავად ჯანდაცვის მინისტრი გამარულ ბრიფინგზე ისაუბრებს.
საქართველოში სულ მეორე მსოფლიო ომის 6 ათასამდე მონაწილე და 12 ათასამდე მათთან გათანაბრებული პირია.
დღეს ყველა მათგანს საიუბილეო მედლებსაც გადასცემენ.
200 ლარიანი ერთჯერადი დახმარება კი მათ საბანკო ანგარიშებზე უკვე გადარიცხულია.