შვიდი სახლი დაიტბორა თბილისში სამგორის რაიონში რკინიგზის სადგურ "ველის" მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსახლეობის განცხადებით ტერიტორიის დატბორვის მიზეზი რკინიგზის ორგანიზაცია "პე-მე-ეს"-ის მიერ განხორციელებული სამუშაოებია.
დაზარალებულების თქმით, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ერთ ერთი წყლის არხს მიმართულება შეუცვალეს, რის შემდეგაც, წყალი ეზოებსა და სახლებში შედის.
წუხელ ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამმართველოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყება.