პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ირწმუნება, რომ „გაზპრომთან” დაკავშირებით საგანგაშო არაფერი არ ხდება.
როგორც ჟურნალისტებს ტყემალაძემ განუცხადა, „გაზპრომიდან” გაზს თავად აზერბაიჯინიც ყიდულობს.
ტყემალაძე მიიჩნევს, რომ „გაზპრომთან“ უფრო მეტი მოლაპარაკება უნდა გაიმართოს.
„რაც უფრო მეტად იქნება დატვირთული ის მილი, რომლითაც გაზი რუსეთიდან სომხეთს მიეწოდება, ეს სასარგებლო იქნება სომხეთისთვისაც და ჩვენთვისაც. ამასთანავე, შესაძლო ვარიანტია, რომ კომერციულმა სტრუქტურებმა პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმონ და ამ მილის საშუალებით გაზი მიიღონ. შესაძლოა, კომერციული სტრუქტურები არსებობენ, რომლებთაც შეუძლიათ ის გაზი შეიძინონ, რომელიც „გაზპრომი” აწვდის“, - განაცხადა ტყემალაძემ.