სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის
განცხადებით, გაუგებარია, ამდენი მოთხოვნის შემდეგ რატომ ვერ შეცვალა NDI-მ თავისი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს კვლევებს. NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევების შეფასებისას მინისტრმა განაცახდა, რომ ამ ტიპის კვლევები, ძირითადად საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისთვის ტარდება.
,,ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში ასეთი კვლევები გამოიყენება ძირითადად, ხალხის აზრის ჩამოყალიბებისა და აზრის დამკვიდრებისთვის, ანუ ძირითადად ხდება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემთვის გაუგებარია, ამდენი მოთხოვნის შემდეგ რატომ ვერ შეცვალა NDI-მ თავისი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს კვლევებს. ერთხელ ხომ შეიძლება გამონაკლისი დაუშვას და რაღაც პილოტი პროგრამა მაინც ჩაატაროს. აქ არ არის მხოლოდ NDI -ზე საუბარი, ნებისმიერი კვლევა - NDI იქნება თუ სხვა ორგანიზაციის კვლევა, სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთხელ ვყოფილვარ ცხოვრებაში გამოკითხული და არც ჩემ გარშემო არ მინახავს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში ეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის კეთდება“, - განაცხადა კახიშვილმა.