"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ივანიშვილის ოცნებაა რომ მისი პარტიიდან წავიდნენ, თუმცა ვიქტორ დოლიძე წარმატებით შევა პარლამენტში მათთან ერთად. ამის შესახებ ალასანიამ ვიქტორ დოლიძის პარტიიდან წასვლის შესახებ პრესაში გავრცელებილი ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
"ეს არის ივანიშვილის ოცნება, რომელიც ვერ ახდება. ჯერ კიდევ კოალიციაში რომ ვიყავით, მისი ოცნება იყო, რომ "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციაში ყოფილიყვნენ ალასანიას გარეშე. "რესპუბლიკელების" შემთხვევაში პირიქით იყო. ვიქტორ დოლიძე არის ამ პარტიის დამფუძნებელი, სულის ჩამდგმელი, მთავარი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ჩვენთან ერთად წარმატებით შევა პარლამენტში და დაამხობს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას", - განაცხადა ალასანიამ.