10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თიბისი ბანკისა და ელექტრონული წიგნების სახლის „საბა“ მხარდაჭერით, ზოოპარკში გურამ დოჩანაშვილის ახალი მოთხრობის, „გივიზე” პრეზენტაცია გაიმართება.
მოთხრობა ცოცხალმა კლასიკოსმა 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილ მეგობარს, ზოოპარკის მხცოვან თანამშრომელს, გივი დვალს მიუძღვნა.
წიგნის 1000 ეგზემპლარი, რომელიც სპეციალურად 13 ივნისის მოხალისეებისთვის დაიბეჭდა, ავტორი მათ საჩუქრად პრეზენტაციის დროს გადასცემს,
ხოლო მოთხრობის ონლაინ ვერსიას ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ ყველა მსურველს აჩუქებს.