პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პროკურორთან, ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების დადგენის მიზნით.
"ჩვენი ინტერესია დადგინდეს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან, რადგან შეილახა ქვეყნის, სუვერენული უფლება, მოქალაქეების უფლებები და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ბუნებრივია, მეორე მხარესაც აქვს თავისი პოზიცია, ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე პროკურორმა დაასკვნა, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი.