ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მისი ცოლის ძმა, მერიის განათლებისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე დაგეგმილი პროექტების განხორციელებას თანამდებობის გარეშეც შეძლებს. მან დღეს ჟურნალისტებტან განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ მისი რჩევა ისევ ძალაშია.
,,მესმის, რომ ის არის დამოუკიდებელი ადამიანი და დამოუკიდებელი ოჯახი ჰყავს. გულწრფელად ვთქვი და ვიმეორებ, რომ მის დანიშვნაში მონაწილეობა არ მიმიღია. გიორგი იყო პარტია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი და ყველა ის პროექტი, რაც ახალგაზრდული მიმართულებით ხორციელდებოდა, გიორგის და თანაპარტიელების დამსახურება იყო. მის დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დავით ნარმანიამ მიიღო. ვფიქრობ, წარმატებულია მისი სამსახური, თუმცა მე როგორც მეგობარმა და ახლო ადამიანმა მას ვურჩიე, რომ დაეტოვებინა თანამდებობა, რადგან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მისმა დანიშვნამ გარკვეული დაჯგუფების მხრიდან. იმდენი ენერგია გააჩნია ამ ადამიანს, რომ თანამდებობის გარეშეც შეუძლია იყოს წარმატებული და განახორციელოს ის პროექტები, რაც დაგეგმილი აქვს", - აღნიშნა კახი კალაძემ.