,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის დაცვა დღეს, თავისუფალი სიტყვის დაცვას ნიშნავს. ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ასეთი საკითხებისას ყველამ წყენა უნდა გადადოს და თავისუფალი სიტყვის დასაცავად დადგეს.
,,წყენაც, ეს დამოკიდებულებაც მე გვერდზე გადავდე, როდესაც სიტყვის, დამოუკიდებელი სიტყვის წინააღმდეგ ასეთი იერიში დაიწყო ივანიშვილის ხელისუფლებამ. ამიტომ ყველა პირადი დამოკიდებულება გვერდზე უნდა გადავდოთ. რუსთავი 2-ის დაცვა, მისი დამოუკიდებლობის დაცვა დღეს ნიშნავს, რომ ვიცავთ თავისუფალ სიტყვას, მოსწონს ვინმეს სარედაქციო პოლიტიკა თუ არა. ამიტომ ჩემი პარტია იქნება ის პარტია, რომელიც მუდმივად ამ პოზიციაზე იდგმება და დაიცავს რუსთავი 2-ს”, - განაცხადა ალასანიამ.