ბათუმი-თბილისის რკინიგზის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. ამის შესახებ ბათუმში, მოსახლეობასთან შეხვდრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რკინიზგის მშენებლობის შემდეგ ბათუმში თბილისიდან ჩასვლას 3 საათზე ნაკლები დრო დასჭირდება.
ამასთან, მისი თქმით, ზაფხულში დაიწყება ჩოლოქიდან ბათუმზე შემოვლითი გზის მშნებლობა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ კი, ხალხისა და ტვირთის გადაადგილება გაზირდება, რაც თავის მხრივ დასაქმების გაზრდასაც შეუწყობს ხელს.
ბათუმმა სწორად უნდა გამოყენოს თურქეთთან, უკრაინასთან, რუსეთთან ახლოს მდებარეობა და იგი გაცილებით სწარაფად განვითარდება, მაგალითად, როგორც დუბაი.
`მთავარი არამარტო შენებაა, არამედ მტავარია რასაც ავაშენებთ, იმით ხეირი მივიღოთ~, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი შეფასებით, აჭარა და სამეგრელო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი საყრდენია.