ლეგენდარული როკ-ჯგუფი როლინგ სტოუნსი შესაძლოა კუბას ეწვიოს. ვიზიტი ჰავანაში სავარაუდოდ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში შედგება. მანამდე თავისუფლების კუნძულს ჯგუფის ვოკალისტი მიკ ჯაგერი სტუმრობს. საკუთარ ვაჟიშვილთან ერთად მან ქალაქის ცენტრი და ღამის კლუბები მოინახულა. ლეგენდარული მუსიკოსის ყოფნა ქალაქში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეუმჩნეველი არ დარჩენია. მამა-შვილს ჰავანელები ყოველი ფეხის ნაბიჯზე აჩერებენ და ფოტოების გადაღებას სთხოვენ
.