ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, რთველის დაწყებიდან დღემდე კახეთის რეგიონში გადამუშავდა 119 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 81 მლნ ლარს მიაღწია.
,,5 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 1500 ტონა ყურძენი, რაც მიუთითებს, რომ კახეთის რეგიონში აქტიურობა თანდათან იკლებს და რთველი კახეთიდან რაჭაში გადაინაცვლებს. ამ დროისთვის გადამუშავებულია: რქაწითელი - 62,8 ათასი ტონა, საფერავი - 41,4 ათასი ტონა, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 12,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 39,7 ათასი ტონა, თელავი - 27,8 ათასი ტონა, ყვარელი - 21,4 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,8 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 4,2 ათასი ტონა და საგარეჯო - 8,4 ათასი ტონა. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge”, - აცხადბენ სააგენტოში.