პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, დღევანდლი ხელისუფლება ბევრად უფრო ჭკვიანური მეთოდებით ხურავს ტელევიზიას, ვიდრე ,,იმედში” შევარდნა იყო. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანიისთვის ფინანსური საფუძვლების მონგრევა, მის დახურვას ნიშნავს.
"ვაღიარებ, ბევრად უფრო ცივილიზებული და ჭკვიანური მეთოდით ხურავთ ტელევიზიას, ვიდრე ეს ჩვენმა ხელისუფლებამ "იმედში" შევარდნის დროს გააკეთა – შედეგი ერთი და იგივე, ცოტა დროში გაწელილი იქნება” , განაცხადა ბარამიძემ და დასძინა, რომ თუ როგორ გააგრძელებს მუშაობას ,,რუთავი 2” ეს მხოლოდ ტელეკომპანიის ხელმზღვანელების ,,მარიფათზეა” დამოკიდებული.