საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მოუწოდა კანონის ფარგლებში იმოქმედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მოუწევთ მოინახულონ მეგობრები ,,მატროსოვზე”
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით ქანთარიამ პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" დააკისრა.
,,თუ თქვენ შემდგომში გააგრძელებთ თქვენ მხარდამჭერებზე ასე საზიანოდ მოქმედებას, ეს არავითარ შემთხევევაში არ დამთვრდება არც თქვენთვის კარგად. მოგიწოდებთ, იარეთ კანონის ზღვარზე. როგორც კი გადაუხვევთ კანონს, დარწმუნებული იყავით, რომ ბევრი თქვენგანი და თქვენი მომხრეები მოინახულებენ თავის ძველ მეგობრებს მატროსოვზე", – მიმართა დეპუტატმა ,,ნაციონალებს” პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.