ხვალ, 7 მაისს სასტუმრო "ქორთიად მარიოტში" ტელესამაუწყებლო კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერის კანონპროექტების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების თხოვნით, მრგვალ მაგიდას ორგანიზებას ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" გაუწევს.
შეხვედრაზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და ჟურნალ "
"ლიბერალის" წარმომადგენლები წარმოადგენენ ტელესამაუწყებლო კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერის კანონპროექტების პრეზენტაციას გამართავენ, რის შემდეგადაც დისკუსია გაიმართება.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან პარლამენტის, ტელემაუწყებლების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდა 14.00 საათზე გაიმართება.