ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 4 ოქტომბერს, თელავში „ძველი ბაღის“ ტერიტორიაზე ღვინის ფესტივალი „თელავინო 2015“გაიმართება.
ფესტივალი, ქართული ღვინის დღეს ტარდება და წარმოდგენილი იქნება დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული ქვევრის 100-მდე სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის
ღვინო, ჭაჭა, სხვა სასმელები და ქართული ტრადიციული კერძები.
„თელავინოს“ სტუმრებს ეძლევათ უნიკალური საშუალება დააგემოვნონ საუკეთესო ქართული ღვინო . ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თემატური ნამუშევრები (ფოტო, მხატვრული, მინა, კერამიკა, ტექსტილი) ასევე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ფოლკლორი. (ცეკვა, სიმღერა)
ფესტივალი „კახეთის მეღვინეთა გილდიისა“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.
ღვინის ფესტივალი „თელავინო 2015“ -ს პროგრამა:
13:00-13:30
ფესტივალ „თელავინო“-2015-ის საზეიმო გახსნა;
კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილისა და თელავის მერის პლატონ
კალმახელიძის მისასალმებელი სიტყვა, ქართული ღვინის დღის მილოცვა
საზოგადოებისთვის. პირდაპირი ჩართვა თელავიდან;
13:00 – 17:00
100-მდე სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა
ექსკლუზიურ ფასად; ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება;
თელაველი მხატვრებისა და ქართული რეწვის ნამუშევრების ექსპოზიცია;
სპეციალურად მოწყობილი საშემოდგომო პავილიონების დათვალიერება და
სამახსოვრო ფოტო-სესიაში მონაწილეობა;
14:00 საათიდან - კონცერტი ადგილობრივი ეროვნულ-ფოლკლორული და
თანამედროვე მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალურ
შემსრულებელთა მონაწილეობით;
17:00 – 18:00 - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და ღვინის ეროვნული
სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი, სიტყვით გამოსვლა და შეკრებილი
საზოგადოებისთვის ღვინის დღის მილოცვა.