რუსთავში, სს "ქართული ფოლადის" მეტალურგიული ქარხნის თბოელექტროცენტრალის საამქროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულია მამაკაცი, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, ლითონის კონსტრუქციებს შორის დარჩენილია ქარხნის ერთ-ერთი მუშა.
ქარხნის ტერიტორიაზე შესასვლელი ამ დროისთვის დაკეტილია. ადგილზე საპატრულო და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.