4-16 მაისამდე საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ხელშეწყობით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, "ევროპის კუთხის" გახსნა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური კონფერენცია "აღმოსავლეთის პარტნიორობის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები, რამდენიმე გამოფენა და ფოტოფესტივალი.
ყოველი წლის 9 მაისს ევროპის ქვეყნები ევროპის დღეს აღნიშნავენ. ევროპის დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველოში 2004 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ევროპის დღისადმი მიძღვნილი მრავალი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.