რუსთაველის თეატრის რეპერტუარში „კაცია-ადამიანი?!“ აღდგა. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თეატრის 137-ე სეზონზე რეპერტუარში ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის „კაცია-ადამიანი?!“ იქნება წარმოდგენილი.
მიმდინარე თეატრალურ სეზონზე დიდ სცენაზე „კაცია-ადამიანი?!“ დღეს იქნება წარმოდგენილი.
ერთაქტიანი სპექტაკლის სცენური ვერსია თამაზ გოდერძიშვილისა და რობერტ სტურუას ეკუთვნის. დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუაა; რეჟისორი ანდრო ენუქიძე; მხატვარი მირიან შველიძე; კომპოზიტორი გია ყანჩელი; მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძეს ეკუთვნის; ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილია; ქორეოგრაფი გოგი ალექსიძე; რეჟისორის თანაშემწე გრიგოლ თათეიშვილია.
მონაწილეობენ: დათო დარჩია, თათული დოლიძე,მარინა კახიანი, ჟანრი ლოლაშვილი, ტრისტან სარალიძე, დავით უფლისაშვილი, დარეჯან ხარშილაძე, ნანუკა ხუსკივაძე.
სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.