რუსთავი 2, როგორც იმედი, სხვა სატელევიზიო არხები, არის დემოკრატიული გზის განუყოფელი ნაწილი,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ რუსთავი 2 -ის ირგვლივ განვითერებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
,,პრესის თავისუფლება, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსთავი 2-ც იგულისხმება, ხელშეუხებელი იქნება. მე არ ვიცი, თქვენ რა ზეწოლის ქვეშ იმყოფებით, მაგრამ რუსთავი 2, როგორც იმედი, სხვა სატელევიზიო არხები, არის დემოკრატიული გზის განუყოფელი ნაწილი”,- განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილები დააყადაღა. აღნიშნულ გადაწყვეტილება გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის დახურვად შეაფასა.