ყველა გზავნილი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრემიერ-მინისტრის გაერო-ს ასაბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
"პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რაც ყველასთვის ცნობილი და ცხადი იყო. ეს არის ჩვენი ქვეყნის ურყევი პოლიტიკური გზა ევროატლანტიკური ბლოკის მიმართულებით. ასევე მან დაგმო ის მცოცავი ანექსია, რომელიც ხორციელდება, მან ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს მმართველობის ნაწილში, შესაბამისად, ყველა ის ძირითადი აქცენტი, რომელიც მან გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო მსოფლიო საზოგადოებისთვის", - განაცხადა მინისტრმა.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის სასტუმრო "რუმსში" მრგვალი მაგიდა იმართება. ღონისძიებას ესწრებიან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.