საქართველოს პრეზიდენტს ამ წუთებში აჭარაში ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილი აჭარის რევოლუციის 6 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, იქამდე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
უფრო კონკრეტულად, ბათუმში, 16.00 საათიდან, 6 მაისის სახელობის პარკის ტერიტორიაზე გამოფენა-გაყიდვები, კონცერტები, თეატრალიზებული შოუ და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.
სადღესაწაულო ღონისძიებები ბათუმის 6 მაისის სახელობის პარკში გვიან ღამემდე გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, 2004 წლის 6 მაისს, საზოგადოების მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, აჭარის ავტონომიის მაშინდელი მეთაური თანამდებობიდან გადადგა და იგორ ივანოვთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა.