პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. ამის შესახებ მან აშშ-ში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
,,მე არ მაქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, შესაბამისად, მე კანონებს ვერც ვწერ, ვერ ვიღებ, მე მათ მხოლოდ ვეტოს ვადებ ხოლმე, როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს. ასე რომ, კანონი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, არ ვიცი, რომ იხილებოდეს, მე არ ვიცი, პარლამენტში თუ არის ასეთი ინიციატივა. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვას - პოლიტპატიმარი, ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმედ გასაგონი სიტყვა და მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. საქართველოში არიან პატიმრები, რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკური წარსული, აქვთ პოლიტიკური აწმყო. ეს საკითხები გადაწყდება ქართული სასამართლოს შიგნით, სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება.