დღევანდელ ოპოზიციის საპროტესტო აქციას "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი შეუერთდა.
სუბარის განცხადებით იგი დღევანდელ აქციაზე "ალიანსს" არ წარმოადგენს და მიტინგზე მისვლის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნახა, რომ პოლიცია ადამიანებს სცემდა.
"6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება არის ცინიზმი. არა იმიტომ, რომ ამ დღეს გორგობაა - დღესასწაულები შესაძლოა ერთმანეთს დაემთხვეს. სააკაშვილის და მერაბიშვილის ცინიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ერთი წლის წინ, შს მინისტრის ბრძანებით პოლიციის სამმართველოს შენობასთან პოლიციამ იარაღი უკანონოდ გამოიყენა, რის შედეგადც რამდენიმე ადამიანმა მხედველობა დაკარგა. 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება იგივეა, რაც 7 ნოემბრის პოლიციის დღედ გამოცხადების შემთხვევაში იქნებოდა", - აღნიშნა სუბარმა.