სუს-ის უფროსის მოადგილე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან იზორია თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ამის შესახებ გადაცემა არჩევანში “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ იზორიამ თანამდებობა ე.წ "ნარუშილოვკის" მის ძმაზე გაცემის გამო უნდა დატოვოს.
მისი თქმით, ლევან იზორიას მორალურადაც არ აქვს უფლება თანამდებობაზე დარჩეს.
„არც ერთია მუშნი ზარანდია და არც მეორე დათა თუთაშხია, რომ იარონ ასე წყნარად და მშვიდად და ველოდოთ გამოძიების. მას ეს გადაწყვტილება უკვე მიღებული უნდა ჰქონდეს," - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ე.წ. „ნარუშილოვკის“ სკანდალმა თვალნათლივ აჩვენა რომ შსს-ში სისტემური პრობლემებია.
თავისუფალი დემოკრატები თანადგომას უცხადებენ პატრულის და პოლიციის თანამშრომლებს.