ოპოზიციის აქციის მონაწილე და "ხალხის პარტიის" აქტივისტი კახა ბერიშვილი ქვების სროლის შედეგად მძიმედ დაშავდა. ბერიშვილი უგონო მდგომარეობაშია და საავადმოყოფოში გადაჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიცის ლიდერების ნაწილმა, რამდენიმე ასეულ მომხრესთან ერთად, შს სამინისტროსთან მიახლობა შენობის უკანა მხრიდან, სარკინიგზო ლიანდაგებიდან სცადეს. პოლიციასთან შეტაკების დროს დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ქვებს ესროდნენ, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანს, მათ შორის პოლიციელებს თავი გაუტყდათ.