დეპუტატი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ხელფასების ოდენობის რეგულაციაზე განცხადება მან გააკეთა და ამჟამად აკაკი ბობოხიძის საკანონმდებლო ინიციატივა უადგილოა. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ქვეყანაში ერთიანი სახელფასო ბადე უნდა არსებობდეს.
მისი თქმით, ზოგიერთ დეპუტატს ახლა გაახსენდა, რომ თავის დროზე ნიკა გილაურისთვის მიღებული კანონი გადასახედია.
,,მე გავაკეთე განცხადება, რომ ყველა ხელფასი, ყველა ანაზღაურება ზნეობრივად სწორი უნდა იყოს, უნდა არსებობდეს სამართლიანობა და ამას აუცილებლად გავასწორებ, სადაც ვიქნები და როგორც ვიქნები. ამის მერე ნუ წამოხტებიან და ნუ გაახსენდებათ ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა და რაც თვითონ მიიღეს“, - დასძინა საგანელიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის ინიციატივით, საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომითი ანაზღაურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს არ უნდა აღემატებოდეს.